მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მისი რჩეული მარიტა მელიქიშვილი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან. შეიძლება ითქვას, რომ მათ ერთად გამოჩენისთანავე დაიპყრეს ადამიანების გულები და ამიტომაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ.
View this post on Instagram
ამბობენ, რომ წყვილი უზომოდ უხდება ერთმანეთს და გიორგის არჩევანს უწონებენ. მშვენიერი მარიტა იუბილარია, რის შესახებაც „ინსტაგრამის“ მეშვეობით გავიგეთ. გოგონამ უამრავი მილოცვა მიიღო. მათ შორის ერთ-ერთი პირველი გიორგის და მარიტას ახლო მეგობარი, მომღერალი ანრი ჯოხაძე იყო.
View this post on Instagram
„გილოცავ დაბადების დღეს ჩემო სიყვარულო“, – დაუწერა გიორგიმ საყვარელ მეუღლეს. მარიტას ნაზი მოვარდისფრო კაბა ძალიან უხდებოდა. წყვილს შორის 16-წლიანი სხვაობაა, თუმცა, როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეს, ამის გამო პრობლემა არ შექმნიათ.
ფაქტია, რომ წყვილი ერთმანეთზე ყურებამდეა შეყვარებული. ლამაზი დეკორაციები, ფერადი ბუშტები და სადა, გვირილებით გაფორმებული თეთრი ტორტი – მშვენიერი გადაწყვეტილებაა. ბედნიერმა მარიტამ სიყვარულით სავსე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი სიტყვები დაურთო: „არც კი იცი, როგორი ლამაზი და ფერადია ცხოვრება შენთან ერთად“.
View this post on Instagram
ტელეწამყვანმა და მსახიობმა გიორგი გასვიანმა და მისმა რჩეულმა მარიტა მელიქიშვილმა ჯვარი ახლახან, 23 იანვარს დაიწერეს და ქორწილიც გადაიხადეს, რომელსაც ქართული ბომონდის თითქმის მთელი შემადგენლობა ესწრებოდა.

