Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ევროკომისიამ COVID-19-ის პანდემიის მესამე ტალღა გამოაცხადა

© AP Photo / Alessandra Tarantinoექიმები რეანიმაციულ განყოფილებაში
ექიმები რეანიმაციულ განყოფილებაში - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
გამოწერა
ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების ტემპები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, ასევე ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო, განაცხადა ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანა სპინანტმა ბრიფინგზე. ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.

„ჩვენ მესამე ტალღას ვხედავთ, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში ეტაპობრივად, ზოგან კი სწრაფად ვრცელდება“, – განაცხადა სპინანტმა.

მისი განმარტებით, სხვადასხვა სახელმწიფოებში ვირუსის გავრცელების ტემპები განსხვავებულია, მან მთავრობებს ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 121 მლნ ადამიანს გადააჭარბა – გარდაიცვალა 2,7 მლნ ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0