სექს-სკანდალი საქართველოში: პროკურატურა გოგი წულაიას პატიმრობას ითხოვს

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალდება წარედგინა „ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების“ ფაქტზე

თბილისი, 18 მარტი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს „ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედების“ ბრალდებით დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გოგი წულაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა

გოგი წულაია - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა: რას ედავება გამოძიება პოლიტიკოსს

პოლიციამ 58 წლის წულაია, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხმაურიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, დაზარალებულის ჩვენებების საფუძველზე ოთხშაბათს დააკავა. გამოძიების ვერსიით, წულაიამ თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში თავის ნაცნობ 42 წლის ქალზე იძალადა.

წულაიას ბრალდება წარედგინა სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც „ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებას“ გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0