კიბერდანაშაულისთვის სასჯელი მკაცრდება

CC BY-SA 2.0 / Katy Levinson / Santiagoჰაკერი
ჰაკერი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
სასჯელის ვადები კრიტიკული საინფორმაციო სისტემების მიმართ ჩადენილი კიბერდანაშაულისთვის არსებულზე მნიშვნელოვნად მაღალი იქნება.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც სახელმწიფო ორგანოების ან სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის მნიშვნელობის მქონე იურიდიული პირების მიმართ კიბერდანაშაულისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ტელეარხები „იმედი“ და „მაესტრო“ ჰაკერული თავდასხმის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობენ>>

კანონპროექტს ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შესწორებების თანხმად, სასჯელის ვადები კრიტიკული საინფორმაციო სისტემების მიმართ ჩადენილი კიბერდანაშაულისთვის არსებულზე მნიშვნელოვნად მაღალი იქნება.

კომპიუტერული სერვერი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

კრიტიკულ საინფორმაციო სისტემაში იგულისხმება სახელმწიფო ორგანოების ან იურიდიული პირების საინფორმაციო სისტემები, რომელთა უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვის და/ან ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, ასევე სახელმწიფო ხელისუფლებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

მაგალითად, თუ საქართველოში კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა ამჟამად ისჯება ჯარიმით ან ხუთ წლამდე პატიმრობით, იგივე კრიტიკული საინფორმაციო სისტემების მიმართ ჩადენილი დანაშაული შემდგომ დაისჯება სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით.

სასჯელის გამკაცრება შეეხება ასევე კომპიუტერული მონაცემების ან კომპიუტერული სისტემების უკანონო გამოყენებასაც. ამ შემთხვევაში კრიტიკული სიანფორმაციო სისტემების მიმართ ჩადენილი დანაშაული დაისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით და არა დღეს მოქმედი სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით.

მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
„ქართული ოცნებისა“ და სამთავრობო სტრუქტურების ვებ-გვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა

სასჯელის ვადა განისაზღვრება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით, ნაცვლად სამიდან ხუთ წლამდე ვადისა, კომპიუტერული მონაცემებისა და კომპიუტერული სისტემის ხელყოფისთვის, თუ საქმე ეხება კრიტიკული საინფორმაციო სისტემების მიმართ ჩადენილ დანაშაულს.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდება ცალკე სასჯელი ფინანსური მოგების მიზნით კომპიუტერული მონაცემების ხელყოფისთვის. სასჯელი აქ 4-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით.

სისხლის სამართლის კოდექსში ასევე გაჩნდება სასჯელი ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემების შექმნის გამო. ეს დანაშაული სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით დაისჯება.

კანონპროექტი პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.

ყველა ახალი ამბავი
0