საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინას უახლოეს დღეებში მიიღებს

© AFP 2024 / ANGELOS TZORTZINISვაქცინა ყუთებში
ვაქცინა ყუთებში - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
ზაფხულის დასაწყისში საქართველო, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ შემდეგ, სავარაუდოდ, „ნოვავაქსის“ ვაქცინასაც მიიღებს. ასევე შესაძლოა ქვეყანაში ჩინური ვაქცინაც შემოვიდეს, განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა 22 მარტს შემოვა, რასაც შემდეგ „ასტრაზენეკას“ 80 ათასი დოზა დაემატება. განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების „ასტრაზენეკას“ 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას სამედიცინო პერსონალის 54 ათასი წარმომადგენელი ექვემდებარება.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
ახალციხეში AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა

ცერცვაძის განცხადებით, საქართველო ასევე მიიღებს „ნოვავაქსის“ ვაქცინას, რომლის გაყიდვაც მსოფლიოში ივნისის თვეში დაიწყება და ჩვენი ქვეყანა მას ერთ-ერთი პირველი მიიღებს. ცერცვაძემ ასევე არ გამორიცხა საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოსვლაც.

„შესაძლოა, თუმცა ჯერ არ არის გადაწყვეტილი, საერთაშორისო აღიარებისა და ეფექტურობის დამტკიცების შემთხვევაში, შემოიტანონ ჩინური ვაქცინაც და, რაც ყველაზე მთავარია, პრაქტიკულად გამზადებულია მილიონიანი ხელშეკრულება ერთ-ერთ ყველაზე კარგ ვაქცინასთან – ეს არის „ნოვავაქსი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ნოვავაქსი“ საუკეთესო ვაქცინაა, რაც აქამდე დამზადებულა და ის განსხვავებული ტექნოლოგიებით შეიქმნა.

ტიკარაძე: საპატრიარქომ დააფიქსირა პოზიცია – ის არ ჩაერთვება ვაქცინაციის პროპაგანდაში>>

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი შეაფასა. მისი თქმით, აუცილებელია წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60-65% აიცრას, ამისთვის კი დღეში 3000-ზე მეტი აცრის გაკეთებაა საჭირო. ამასთან ცერცვაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ხარისხს და განაცხადა, რომ ვაქცინაცია სრულიად უსაფრთხოა.

„ვაქცინაცია ნელი ტემპით მიდის, მაგრამ მაინც მიდის. დღეისათვის, მესამე თუ მეოთხე დღეა, და უკვე აიცრა 3 ათასზე მეტი ადამიანი. ამ დროისათვის სულ დარეგისტრირებულია 5 ათასი ექიმი, რაც ძალიან ცოტაა. ამიტომ მივმართავ მათ, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო და აიცრან“, – განაცხადა ცერცვაძემ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
საქართველოს პრეზიდენტი AstraZeneca-ს ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

პირველ ეტაპზე ჯამში ვაქცინაციის პროცესში 80-ზე მეტი დაწესებულება ჩაერთვება. ხოლო მას შემდეგ, რაც ქვეყანა მასობრივ იმუნიზაციაზე გადავა, საქართველოს მასშტაბით მობილიზებული იქნება 200-ზე მეტი დაწესებულება.

საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

ყველა ახალი ამბავი
0