კიდევ ერთი დარტყმა „ქურდულ სამყაროზე“: თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიკრიმინალი ავტორიტეტი
კრიმინალი ავტორიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფ რვა ადამიანს, რომელთა შორის ორი „კანონიერი ქურდია“, ოთხიდან ათ წლამდე პატიმრობა მიესაჯა. საქმის ერთი ფიგურანტი გაამართლეს

თბილისი, 18 მარტი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ  ცხრიდან რვა ბრალდებულს ერთი წლის შემდეგ განაჩენი გამოუტანა და დამნაშავედ ცნო „კანონიერ ქურდობაში“, „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, „ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვასა და მხარდაჭერაში, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის დასაწყისში, 9 ბრალდებულიდან ოთხმა „კანონიერ ქურდთან“ შეთანხმებით, მოქალაქეს მოუწყვეს „ქურდული გარჩევა“ და გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.

იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
მასშტაბური სპეცოპერაცია იტალიასა და საფრანგეთში: დაკავებულია საქართველოდან ჩასული 46 პირი

თავის მხრივ, მოქალაქემ შუამავლის მეშვეობით სხვა „კანონიერ ქურდს“ მიმართა. ამ უკანასკნელმა კი ის გაათავისუფლა დაკისრებული თანხის გადახდისგან და გადაწყვეტილების შესახებ თავისი შუამავლის მეშვეობით გარჩევის მომწყობებს აცნობა.

ამასთან არც ერთი „კანონიერი ქურდი“ საქართველოში არ იმყოფებოდა.

სასამართლომ  ორივე „კანონიერ ქურდს“ დაუსწრებლად 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულ ოთხ პირს კი 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მოქალაქე, რომელმაც მიმართა ქურდულ სამყაროს დახმარებისთვის, 4 წელი მიიღო, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მის შუამავალსაც. ხოლო კანონიერი ქურდის შუამავალი სასამართლომ გაამართლა.

ახლა პროკურატურა სასამართლო გადაწყვეტილების იმ ნაწილის გასაჩივრებას აპირებს, რომელიც მოქალაქეს და „კანონიერი ქურდის“ შუამავალს ეხება.

ყველა ახალი ამბავი
0