ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მხარეებს შორის პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესზე და ოპოზიციის დამოკიდებულებაზე საუბრობს.
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება
„ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ და სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი. მთავარია ოპოზიციამ რაღაც საბაბის მოძებნა არ დაიწყოს მოლაპარაკების ჩასაშლელად. თუ ისინი სათანადო მიდგომას გამოავლენენ და თუ ექნებათ რაციონალური დამოკიდებულება მოლაპარაკების პროცესისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, ამ შემთხვევაში შეთანხმება მიღწევადია. თუმცა ის მესიჯები, რომლითაც ოპოზიცია საუბრობს, კიდევ ერთი გამოხატულებაა იმისა, რომ ისინი რაციონალურად არც ფიქრობენ და არც საუბრობენ. დღითი დღე უმძიმდება ოპოზიციას მდგომარეობა სხვადასხვა მიზეზების გამო და იმედი მაქვს შეიცვლიან პოზიციებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები კრისტიან დანიელსონის მედიაციით გრძელდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი მხარეებთან მოლაპარაკებებს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად რამდენიმე დღეა მართავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0