დასახელდა ბორჯღალოსნების შემადგენლობა რუსეთთან მატჩის წინ

© photo: Sputnikსაქართველოს რაგბის ნაკრები
საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
პირველ ტურში „ბორჯღალოსნებმა“ პორტუგალიის ნაკრებს გასვლით შეხვედრაში სძლიეს, შემდეგ კი ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ცნობილი გახდა საქართველოს რაგბის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა რუსეთთან მატჩისთვის – „ბორჯღალოსანთა“ სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

საქართველოს ნაკრები რუსეთის გუნდს ევროპის ერთა თასის მესამე ტურის ფარგლებში 20 მარტს კალინინგრადში დაუპირისპირდება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შემადგენლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ესპანეთთან მატჩის შემდეგ ნაკრებში განსაკუთრებული ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა შესაძლოა შანსი ახალგაზრდა მოთამაშეებსაც მიეცეთ.

რაგბი. საქართელო-რუსეთი. 2021 წლის 7 თებერვალი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
ლევან მაისაშვილი: რუსეთი კარგად მოემზადა მატჩისთვის

„გუნდში მრავლად არიან ახალგაზრდა მორაგბეები, რომლებმაც ეს ტვირთი უნდა იტვირთონ. ბევრი მათგანისთვის ესაა შანსი, რომელსაც გამოყენება უნდა და არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ასეთ ფონზე დაწინაურებულ მოთამაშეს ძირითადში დაუმკვიდრებია ადგილი“, – განაცხადა მაისაშვილმა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ჰყავს რამდენიმე ტრავმირებულიც, რომლებიც „დათვებთან“ შეხვედრას გამოტოვებენ. რუსეთთან მატჩს ტრავმების გამო ბექა საღინაძე, ვასილ ლობჟანიძე და დემე თაფლაძე გამოტოვებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთთან მატჩისთვის ასე გამოიყურება:

  • ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (4 კეპი), 14. აკა ტაბუცაძე (9 კეპი, 35 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (31 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (74 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (91 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (22 კეპი, 139 ქულა), 9. გელა აფრასიძე (32 კეპი, 24 ქულა);
  • შერკინება: 1. ბექა გიგაშვილი (21 კეპი, 5 ქულა), 2. გიორგი ჭყოიძე (14 კეპი, 5 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (25 კეპი, 15 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (9 კეპი), 5. დავით გიგაური (9 კეპი, 5 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (14 კეპი, 10 ქულა), 7. გიორგი თხილაიშვილი (63 კეპი, 60 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (7 კეპი, 10 ქულა);
  • მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (64 კეპი, 25 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (20 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (2 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (28 კეპი), 20. ირაკლი ცხადაძე (2 კეპი); 21. მიხეილ ალანია (3 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. სოსო მათიაშვილი (31 კეპი, 156 ქულა).

აღსანიშნავია, რომ საქართველო (9 ქულა) ჯგუფში ორი გამარჯვებით პირველ ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება რუსეთს, „დათვებმა“ ტურნირზე ერთი შეხვედრა გამართეს (გამარჯვება რუმინეთთან 18:13) და ოთხი ქულით ცხრილში მესამე პოზიციას იკავებენ.

ევროპის ერთა თასის მესამე ტურის შეხვედრა კალინინგრადში თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

 

ყველა ახალი ამბავი
0