სროლა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმართულებით: შსს-მ გამოძიება დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliპატრული
პატრული - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია „ნაციონალური მოძრაობის“ შენობის ის ნაწილი, სადაც ნიკა მელიას ბანერია გამოკრული.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. თბილისში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის ცენტრალური ოფისის შენობასთან დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ნიკა მელიას ბილბორდის მისამართით მოხდა, რომელიც პარტიის ოფისის შენობაზეა გაკრული.

სამართალდამცველი უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პარტიის წარმომადგენლებს შსს-სთვის არ მიუმართავთ, გამოძიება მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0