ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

© AP Photo / Trevor Collensნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
გამოწერა
Dubai Duty Free Tennis Championships-ის მეორე რაუნდში მონაწილეობამ ბასილაშვილს 20 სარეიტინგო ქულისა და 19 ათასი დოლარის გამომუშავების საშუალება მისცა.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგში 36-ე ნომერი) დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) АТР-500 სერიის ტურნირზე პირველივე მატჩი წააგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
ბასილაშვილი მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა რეიტინგში დაწინაურდა

პირველი წრის მატჩი ბასილაშვილმა გამოტოვა, ხოლო მეორე რაუნდში ამერიკელ ტეილორ ფრიცთან (30) სამ სეტში წააგო (6:4, 3:6, 6:7). მატჩი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ეს ორი ჩოგბურთელი გასულ კვირაში კატარში ტურნირის ნახევარფინალში შეხვდა ერთმანეთს. მაშინ ბასილაშვილმა ორ სეტში მოიგო (7:6, 6:1) და შემდეგ საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებული გახდა.

Dubai Duty Free Tennis Championships-ის მეორე რაუნდში მონაწილეობამ ქართველ ჩოგბურთელს საშუალება მისცა, რომ 20 სარეიტინგო ქულა და 19 ათასი დოლარი გამოემუშავებინა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებულია>>

დუბაის ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 2 მილიონზე ცოტა მეტია. მოქმედი გამარჯვებულია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ყველა ახალი ამბავი
0