Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანუკი არეშიძის და კახა კალაძის ვაჟმა წყნეთის აგარაკზე ხე დარგო – ბიჭუნას სამაგალითო ნაბიჯი

© courtesy of Anouki Areshidzeანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
გამოწერა
კახაბერ კალაძე საყვარელ საქმიანობას შეუდგა. მან მაგალითი მშობლებისგან აიღო. სკოლის მოსწავლემ ხე საკუთარ ეზოში დარგო. ანუკი არეშიძემ უსაყვარლესი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ანუკისა და კახის ვაჟები კეთილი საქმით დაკავდნენ. რამდენიმე ფოტოსეტი ბუნების წიაღში მშობლების და წყნეთის სახლიდან თავად დიზაინერმაც გამოაქვეყნა, როდესაც ის მიწაზე მუშაობისას დააფიქსირეს. მას შვილებმაც მიბაძეს და ახლა ეზოს საკუთარი ხელით ალამაზებენ. ყოფილი მოდელის ობიექტივში კახაბერ კალაძე მოხვდა. 9 წლის პატარა უფლისწული ხის დარგვით ტკბება და ძმებს მაგალითს აძლევს. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო ძმები ძველებური დატვირთვით დროს ვერ ატარებენ, ამიტომ დიზაინერმა დედამ ალტერნატიული გამოსავალი წყნეთის აგარაკის ეზოში იპოვა.

4 სექტემბერს ცნობილი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი ნიკოლა კალაძე ორი წლის გახდა. ძმები ყველაზე უმცროსი კალაძის აღზრდაში დიდ როლს ასრულებენ, დედას ეხმარებიან და მოუსვენარ ძმას სხვადასხვა ხერხით ართობენ. ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 12 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო, მათ ოფიციალურად 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა ოჯახის ყველაზე ენერგიული წევრია, უფროსი ძმები მის მორჯულებას ცდილობენ. ბიჭები ერთად ცეკვავენ, წყნეთის აგარაკის ეზოში ფეხბურთს თამაშობენ, ძაღლებს უვლიან ან მამასთან ერთად სკუტერით ერთობიან. ნიკოლა კალაძეც ცდილობს უფროს ძმებს მიბაძოს. ახლა კი მათ გართობას ხეების დარგვა-მოვლა დაემატა, რასაც ბიჭები დიდი სიხარულით ასრულებენ.

პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე კარგად ჩანს, თუ როგორ ბრწყინავს შესრულებული საქმით კმაყოფილი კახაბერი, რომელიც, როგორც ჩანს, ამ კეთილ საქმეს კიდევ დიდხანს არ შეეშვება.

ყველა ახალი ამბავი
0