ფულადი გზავნილები: რამდენი გადმოირიცხა საქართველოში

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიფულადი კუპიურები
ფულადი კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
გამოწერა
ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს იტალია: იანვარი–თებერვალში იტალიიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 55,9 მილიონი დოლარი შეადგინა.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილები 2021 წლის თებერვალში, გასული წლის თებერვალთან შედარებით, 17,5%-ით გაიზარდა და 161,4 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე. 

ფულადი გზავნილები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2021
პანდემია საქართველოში: ფულადი გზავნილების მოცულობა 2020 წლის განმავლობაში

თებერვალში ქვეყანაში ყველაზე მეტი ვალუტა იტალიიდან შემოვიდა – აღნიშნულ პერიოდში იტალიიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 28,6 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,7%-ია. 2021 წლის თებერვალში, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იტალიიდან 31,8%-ით მეტი თანხა გადმოირიცხა.

რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის იანვარში პირველობა იტალიას დაუთმო.

2021 წლის თებერვალში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვები 12,4%-ით ნაკლები იყო, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების საერთო მოცულობამ თებერვალში დაახლოებით 25,1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 15,6%-ია. 

იტალიისა და რუსეთის გარდა, გადმორიცხვების მოცულობით ლიდერთა ხუთეულში შედიან საბერძნეთი, აშშ და ისრაელი.

რამდენი ვალუტა გადმოირიცხა  ქვეყანაში

საქართველოს კომერციულ ბანკებში 2021 წლის იანვარი–თებერვალში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,3%-ით გაიზარდა და 311,1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. 

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2020
კოვიდ-ეკონომიკა და ფულადი გზავნილები... 2020 წელი ციფრებში

ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს იტალია. იანვარი–თებერვალში იტალიიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 55,9 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 18%-ია. 2021 წლის დასაწყისიდან იტალიიდან გადმოირიცხა 30,8%-ით მეტი თანხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

რამდენი ვალუტა გაიგზავნა საქართველოდან

2021 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 21 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 3,4%-ით ნაკლებია.

2021 წლის დასაწყისიდან საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 38,2 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 4,9%-ით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0