ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება არკვევს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ბინა, რომელშიც ცეცხლი გაჩნდა, დაკეტილი იყო და შიგნით არავინ იმყოფებოდა. მოგვიანებით ხანძარი მეზობელ ბინასაც მოედო.
სახლის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელიც ხანძრის დროს დაშავდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველთა რვა ბრიგადა და სპეცტექნიკა.