ღარიბაშვილი: ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს

© Facebook / Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ოპოზიციის „კონსტრუქციული ნაწილი“ გაბედავს და შევა პარლამენტში.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს ევროპელი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის პარტიებმა საერთო ენა უნდა გამონახონ და მუშაობა პარლამენტში განაგრძონ, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროკავშირის ასოცირების საბჭომ საქართველოს საკითხზე განცხადება გააკეთა>>

მთავრობის მეთაური ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ამ დროს თბილისში, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები იმართება. შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის შუამავლობით მიმდინარეობს.

„დღეს მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჩვენს მეგობრებთან ევროკავშირში... რომ შევაჯამო, მათი საერთო რჩევა არის შემდეგი – რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ყველას პოზიცია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის „კონსტრუქციული ნაწილი გადადგამს ამ თამამ ნაბიჯს და პარლამენტში შევა“.

„არ ვგულისხმობ სააკაშვილს, მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს, მჯერა კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, გადადგამენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს იმისთვის, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე მოსახლეობისთვის იყოს უკეთესი“, – განაცხადა პრემიერმა.

კრისტიან დანიელსონი და კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
„დრო ამოიწურა" – ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მალევე დაიწყო. შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ უარი თქვა არჩევნების შედეგების აღიარებაზე და საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა იმის მიუხედავად, რომ პარლამენტში 60 ადგილი მიიღო.

კრიზისი განსაკუთრებით გამწვავდა 2021 წლის თებერვალში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს მის შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლება განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.

ყველა ახალი ამბავი
0