„ბილაინს“ საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკში„ბილაინის“ ოპერატორი
„ბილაინის“ ოპერატორი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
საქართველოში მობილური ოპერატორის ყოფილი ხელმძღვანელი Beeline Uzbekistan-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგმა Veon (ადრე - Vimpelcom Ltd.) საქართველოში „ბილაინის“ ახალ გენერალურ დირექტორად ლაშა ტაბიძე დანიშნა, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მანამდე ტაბიძე Beeline Georgia-ს ბიზნესოპერაციების დირექტორისა და მთავარი კომერციული დირექტორის პოზიციებს იკავებდა.

ქსელური აღჭურვილობა სასერვეროში - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2020
საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორები გაჩნდებიან

„ბილაინის“ გენდირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ანჯეი მალინოვსკი, რომელიც „ბილაინს“ ხელმძღვანელობდა, Beeline Uzbekistan-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

Veon Ltd. აერთიანებს ოპერატორებს, რომლებიც თავის მომსახურებას ახორციელებენ რუსეთში, პაკისტანში, ალჟირში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ბანგლადეშში, ყირგიზეთში, სომხეთში, საქართველოში, ასევე უკრაინაში. კომპანიის უმსხვილესი აქციონერია მიხაილ ფრიდმანის LetterOne (47,9%).

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, საქართველოში Beeline Georgia მობილური კავშირის ადგილობრივი ბაზრის 26%-ს ფარავს.

ყველა ახალი ამბავი
0