ონში ბოლო სამ დღეში მესამე მიწისძვრა მოხდა

CC BY 2.0 / lora_313 / Kilauea Seismographsსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 19:25 საათზე ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1 კილომეტრში, სოფელ ონჭევთან 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. ქალაქ ონთან 3,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 19:25 საათზე ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1 კილომეტრში, სოფელ ონჭევთან 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

ამავე ტერიტორიაზე 13 მარტს ორი მიწისძვრა მოხდა - 4,2 და 3,8 მაგნიტუდის.

საქართველო - საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.

ყველა ახალი ამბავი
0