Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მარიკა თხელიძე გათხოვდა – მისი რჩეული „ქართული ოცნების“ დეპუტატია

© courtesy of Marika Tkhelidzeმარიკა თხელიძე
მარიკა თხელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
ცნობილი ქართველი მომღერალი მეორედ გათხოვდა. ნახეთ ვინ არის მისი რჩეული და სად გაიცნო წყვილმა ერთმანეთი.

ცნობილი მომღერალი მარიკა თხელიძე გათხოვდა. ჟურნალ „თბილისელების“ ცნობით, მისი რჩეული აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი მანველიძეა. ორივესთვის ეს მეორე ქორწინებაა.

ურთიერთობისთვის ჯერ ოფიციალური სახე არ მიუციათ, მაგრამ მალე გეგმავენ. ჟურნალთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათი არჩევანი და ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გაცნობიერებული არჩევანია.

„ერთმანეთი საერთო მეგობარმა ნინი ქარსელაძემ გაგვაცნო. პირველივე ნახვისას სიმპათიით განვეწყვე გიორგის მიმართ. დავმეგობრდით. შარშან, როცა ბათუმში ჩავედი, მივხვდით, რომ ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა, სხვა თვალით შევხედეთ ერთმანეთს და ჩემი და გიორგის ურთიერთობაც იქ დაიწყო. გადავწყვიტეთ, ერთად გვეცხოვრა და უბედნიერესი ვარ, რომ ეს ადამიანი დღეს ჩემ გვერდითაა… გიორგიმ შიში დამაძლევინა, გადამალახვინა და მიმახვედრა, რომ მეორედ ამ ნაბიჯის გადადგმით ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა“, – ამბობს მარიკა.

„მარიკა თხელიძე სულ იყო ჩემს ცხოვრებაში. სანამ მას გავიცნობდი, მის სიმღერებს ვუსმენდი და ძალიან მომწონდა, მის მიმართ სიმპათიით ვიყავი განწყობილი. თუმცა, თუ ერთ დღესაც ჩემი ცოლი გახდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი… საოცარი ადამიანია, ძალიან კარგი მეგობარი და მოსიყვარულე მეუღლე. მან სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება და ყოველი დღე გამიხალისა“, – აცხადებს გიორგი მანველიძე.

ყველა ახალი ამბავი
0