ცნობილი გახდა ცხრა ფილმი, რომელიც „ოსკარისთვის“ იბრძოლებს

© photo: AFP 2020 / MARK RALSTONოსკარის სტატუეტი
ოსკარის სტატუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
ეს ფილმები კინოგაქირავებაში 2021 წლის ზამთრის ბოლომდე გამოვიდა. „ოსკარის“ დაჯილდოების 93-ე ცერემონია 25 აპრილს გაიმართება.

თბილისი, 15 მარტი - Sputnik. ამერიკულმა კინიაკადემიამ „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში ოსკარის პრემიის მოსაპოვებლად ცხრა ფილმი დაასახელა.

ეს ფილმები კინოგაქირავებაში 2021 წლის ზამთრის ბოლომდე გამოვიდა.

„ოსკარის“ დაჯილდოების 93-ე ცერემონია 25 აპრილს გაიმართება.

Nomadland („მომთაბარეთა მიწა“)(Searchlight Pictures)

რეჟისორი: ქლოი ჩჟაო (Chloé Zhao)

60 წლის ფრენი ერთბაშად ქმარსა და სამსახურს დაკარგავს. ყველაზე ძვირფას ნივთებს თავის ფურგონში ჩაალაგებს და თანამედროვე მომთაბარე ადამიანი გახდება - სეზონური სამუშაოს ძებნაში ის შტატიდან შტატში მოგზაურობს.

როლებში: ფრენსის მაკდორმანი, დევიდ სტრათჰეირნი, ლინდა მეი.

The Trial of the Chicago 7 („ჩიკაგოელი შვიდეულის სასამართლო“) (Netflix)

რეჟისორი: აარონ სორკინი (Aaron Sorkin)

ვიეტნამის ომის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზრდება. აქციის შვიდ მონაწილეს ანტისამთავრობო შეთქმულება ედება ბრალად.

როლებში: საშა ბარონ კოენი, ედი რედმეინი, ჯერემი სტრონგი.

Minari („მინარი“) (A24)

რეჟისორი: ლი აიზეკ ჩუნი (Lee Isaac Chung)

1980-იან წლებში კორეული ოჯახი კალიფორნიიდან არკანზასში ფერმის ასაშენებლად მიემგზავრება. მათი მიზანია გამდიდრება, მაგრამ ამერიკული ოცნებისკენ მიმავალი გზა არც ისე მარტივი ყოფილა.

როლებში: სტივენ იანი, იერი ხანი, ალან კიმი.

Promising Young Woman („იმედისმომცემი გოგონა“) (Focus Features)

რეჟისორი: ემერალდ ფენელი (Emerald Fennell).

კასანდრა თომასი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს: დღისით ყავახანაში ბარის დახლთან დგას, საღამოს კი ნადირობს მამაკაცებზე, რომლებიც ნასვამ გოგონებზე ძალადობენ.

როლებში: კერი მალიგანი, ბო ბერნემი, ელისონ ბრი.

Sound of Metal („ლითონის ბგერა“) (Amazon Studios)

რეჟისორი: დარიუს მარდერი (Darius Marder)

დრამერი და მისი ბას-გიტარისტი გოგონა ქვეყანაში მოგზაურობენ და კონცერტებს მართავენ. ერთ-ერთ კონცერტზე მამაკაცი მიხვდება, რომ ხმები ისე აღარ ესმის, როგორც აქამდე ესმოდა.

როლებში: რიზ აჰმედი, ოლივია კუკი, პოლ რეისი.

The Father („მამა“) (Sony Pictures Classics)

რეჟისორი: ფლორიან ზელერი (Florian Zeller)

82 წლის ენტონის პროგრესირებადი დემენცია აქვს. მისი ქალიშვილი საცხოვრებლად სხვა ქალაქში აპირებს გადასვლას და მამისთვის მომვლელს ეძებს, მაგრამ მოხუცს მიაჩნია, რომ არაფერი სჭირს და ერთიმეორის მიყოლებით ყველა კანდიდატურას იწუნებს.

როლებში: ოლივია კოლმენი, მარკ გატისი,  ენთონი ჰოპკინსი

One Night in Miami („ერთი ღამე მაიამიში“) (Amazon Studios)

რეჟისორი: რეგინა კინგი (Regina King)

მუჰამედ ალი, მალკოლმ იქსი, სემ კუკი და ჯიმ ბრაუნი ერთად შეიკრიბებიან, რათა XX საუკუნის 60-იან წლებში მომხდარ კულტურულ და სოციალურ „გადატრიალებაში“ თავიანთი როლი განიხილონ.

როლებში: კინგსლი ბენ-ადირი, ელი გორი, ალდის ჰოჯი

Judas and the Black Messiah („იუდა და შავი მესია“) (Warner Bros)

რეჟისორი: შაკა კინგი (Shaka King)

გამოძიების ფედერალური ბიურო მძარცველ უილიამ ონილს იჭერს. ეს უკანასკნელი კი თავისუფლების სანაცვლოდ „შავი პანტერის პარტიაში“ ჩანერგვას თანხმდება. ასე გადაიქცევა წვრილმანი ქურდბაცაცა იუდად.

როლებში: ლაკეით სტენფილდი. დანიელ კალუია, დომინიკ ფიშბაკი

Mank („მანკი“) (Netflix)

რეჟისორი: დავიდ ფინჩერი (David Fincher)

ცნობილი ჰოლივუდელი ავტორი ჰერმან მანკევიჩი ავარიის შემდეგ შუაგულ უდაბნოში, პატარა ქოხში, განმარტოებას გადაწყვეტს. მან ორ თვეში სცენარი უნდა დაწეროს - ეს იქნება ლეგენდარული „მოქალაქე კეინი“.

როლებში: გარი ოლდმანი, ამანდა სეიფრიდი, ლილი კოლინზი, ჩარლზ დანსი

 

ყველა ახალი ამბავი
0