ტერაქტის მომზადების ბრალდებით საფრანგეთში მოზარდები დააკავეს

© photo: Sputnik / Julien Mattia  / გადასვლა მედიაბანკშისაფრანგეთის პოლიცია
საფრანგეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2021
გამოწერა
ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაცია საფრანგეთის შინაგანი უშიშროების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს

თბილისი, 14 მარტი - Sputnik. საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს ორი მოზარდი, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავდნენ, იუწყება Sputnik-სომხეთი.

პოლიცია შვედეთში - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
შვედეთში შეიარაღებულმა მამაკაცმა რვა ადამიანი დაჭრა

როგორც გამოცემა Le Parisien საფრანგეთის სამართალდამცველ ორგანოებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, დაკავებულები 17 და 18 მოზარდები არიან. ერთ-ერთი Telegram-არხის მომხმარებელია, სადაც რადიკალური იდეები ისმოდა. მეორე დაკავებული ჯიჰადისტებს სოციალურ ქსელებში უკავშირდებოდა.

დაკავების ოპერაცია საფრანგეთის შინაგანი უშიშროების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

ორივე მოზარდს ბრალი წაუყენეს ტერორიზმის მიზნით კრიმინალური საზოგადოების ორგანიზებაში.

ყველა ახალი ამბავი
0