იაპონიამ ოლიმპიურ თამაშებზე VIP-პერსონებისთვის შეზღუდვები დააწესა

© AFP 2024 / PHILIP FONGოლიმპიური ცეცხლი
ოლიმპიური ცეცხლი - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2021
გამოწერა
VIP-სტუმრებს არ მოუწევთ მკაცრი კარანტინის დაცვა, მაგრამ მათ კორონავირუსზე PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარმოადგინონ

თბილისი, 14 მარტი - Sputnik. იაპონიის ხელისუფლებამ მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის დამატებითი შეზღუდვები დააწესა. საუბარია უცხოური ლიდერების ღონისძიებებზე თანმხლებ ჯგუფებში ადამიანების რაოდენობის შემცირებაზე. ამის შესახებ იუწყება Kyodo წყაროებზე დაყრდნობით.

კერძოდ, საელჩოების წარმომადგენლებს მოუწოდეს, სახელმწიფოს მეთაურებისთვის თანმხლები ჯგუფის წევრების რაოდენობა 11 კაცამდე შეამცირონ, ხოლო მინისტრების - ოთხამდე.

ტოკიოს ოლიმპიადის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2021
კიდევ გადაიდება თუ არა ტოკიოს ოლიმპიადა: IOC-ი კომენტარს აკეთებს

ადრე ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეჯიბრებებზე ქომაგების დასწრება აკრძალეს. მაგრამ გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ის ერთ თვეში დაზუსტდება. 3 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ქომაგებს შეძახილები და სიმღერები აეკრძალებათ. სპორტსმენებისადმი მხარდაჭერის გამოხატვა მხოლოდ აპლოდისმენტებით იქნება შესაძლებელი.

ტოკიოში ოლიმპიურ თამაშებზე ქომაგების გამგზავრების პირობა 2020 წლის ნოემბერში დასახელდა. აღინიშნა, რომ გულშემატკივრები ტრიბუნებზე მოხვედრას მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის არსებობის შემთხვევაში შეძლებენ.

2020 მარტში გადაწყდა, რომ არახელსაყრელი ეპიდვითარების გამო 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. ისინი 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტომდე გასტანს.

ყველა ახალი ამბავი
0