ავტოსაგზაო წესების ყველაზე გავრცელებული დარღვევების ტოპ-ხუთეული საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashviliკონტროლი გზაზე
კონტროლი გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2021
გამოწერა
საქართველოში 2020 წელს ავტოსაგზაო წესების ყველაზე ხშირი დარღვევა იყო სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტით

თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოში 2020 წელს ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო 2.540.832 ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.

თბილისის სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2020
მძღოლების საყურადღებოდ! გზებზე „შავი წერტილები“ გაჩნდება

ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10-დან 300 ლარამდე მერყეობს.

გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.

Sputnik გთავაზობთ ავტოსაგზაო წესების დარღვევის ტოპ-ხუთეულს

1. სიჩქარის გადაჭარბება

2020 წელს ყველაზე გავრცელებული დარღვევა იყო სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტით.

ამ დარღვევისთვის გამოიწერა სულ 866.003 ჯარიმა - 50 ლარი.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუდევარი მართვა

მეორე ადგილზეა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.

ასეთი 514.748 დარღვევა დაფიქსირდა და ამისათვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს.

3. პარკირების წესების იგნორირება

ავტომობილი ტროტუარზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
კალაძე: დედაქალაქში ქაოსსა და განუკითხაობას ვერ დავუშვებთ

მესამე ადგილზეა იგნორირება ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „პარკირება აკრძალულია“, ასევე პარკირების წესების იგნორირება.

ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 453.749 ჯარიმა, რაც 10 ლარს შეადგენს.

4. ტექდათვალიერების არარსებობა

მეოთხე ადგილზეა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.

ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 142.646 ჯარიმა, რაც 50 ლარს შეადგენს.

5. სატელეფონო საუბარი საჭესთან

ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა

ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 91.713ჯარიმა, რაც 30 ლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0