მარტვილში სასაფლაო გაქურდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასაფლაო
სასაფლაო - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
გამოწერა
სასაფლაოდან წაღებულია საფლავის ქვები და სასაფლაოებზე არსებული ნივთები. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა

თბილისი, 13 მარტი - Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში სასაფლაოები გაქურდეს, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

წაღებულია საფლავის ქვები და სასაფლაოებზე არსებული ნივთები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ინციდენტთან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების შესახებ.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0