გორში ავტომატიდან სროლის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 13 მარტი – Sputnik. გორში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენის ბრალდებით 33 წლის გ.ს. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უმისამართო გასროლა განახორციელა. გ.ს.-მ დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 26 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. პოლიციამ, გ.ს.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღო გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი და საბრძოლო ვაზნები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილ ხულიგნობას. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0