თბილისი, 13 მარტი – Sputnik. „ახალი შაბათის შოუს“ სცენარისტსა და მსახიობს ირაკლი ბასილაძეს მციეწლოვანი შვილი გარდაეცვალა. ინფორმაცია შემოქმედებითმა ჯგუფმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა.
როგორც გადაცემის შემქმნელები აცხადებენ, ამ მიზეზით დღევანდელი გადაცემა ეთერში აღარ გავა. მათი თქმით, პატარა სანდროსაც არაერთხელ მიუღია სკეტჩებში მონაწილეობა.