აშშ-ში COVID-19-ის საწინააღმდეგო 100 მილიონზე მეტი ინექცია გაკეთდა

© AP Photo / AMIRA KARAOUDვაქცინაცია აშშ-ში
ვაქცინაცია აშშ-ში - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
გამოწერა
ჯო ბაიდენს იმედი აქვს, რომ მაისის ბოლოსთვის აშშ-ს ექნება ვაქცინის დოზების საკმარისი რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის ვაქცინაციისთვის.

თბილისი, 13 მარტი – Sputnik. აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო 100 მილიონზე მეტი ინექცია გაკეთდა, იუწყება სამედიცინო რეგულატორი CDC. ამის შესახებ წერს РИА Новости.

მისი მონაცემებით, 12 მარტის მდგომარეობით შეერთებულ შტატებში მიწოდებულია ვაქცინის 133,3 მილიონი დოზა, გაკეთდა 101.128 მილიონი აცრა.

AstraZeneca-ს პირველი პარტია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
ვაქცინა შემოვიდა: რა გეგმით დაიწყება ვაქცინაცია საქართველოში

აშშ-ში დამტკიცებულ ვაქცინებს შორის ორი მათგანი ორ ინექციას მოითხოვს, ერთი - ერთჯერადად კეთდება.

CDC-ის მონაცემებით, მოსახლეობის თითქმის 20%-მა (თითქმის 66 მილიონმა ადამიანმა) სულ მცირე ვაქცინის ერთი დოზა მიიღო და მოსახლეობის 10,5% (35 მილიონი ადამიანი) მთლიანად ვაქცინირებულია.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განსაზღვრა მიზანი - მისი თანამდებობაზე ყოფნის პირველ 100 დღეში (აპრილის ბოლომდე) 100 მილიონი ინიექცია უნდა გაკეთდეს. მაგრამ ამ კვირაში მან აღნიშნა, რომ ეს მიზანი შესრულდება გადაჭარბებით და 100 მილიონი ინიექცია მისი პრეზიდენტობის პირველ 60 დღეში, ანუ 20 მარტამდე გაკეთდება. აღნიშნული რიცხვი - 100 მილიონი - ითვალისწინებს ინიექციებს მთელი იმ დროის განმავლობაში, ბაიდენის ხელისუფლებაში მოსვლამდე (20 იანვარს).

აშშ აფართოებს ვაქცინაციას იმის ხარჯზე, რომ Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებს დაემატა Johnson & Johnson-ის ვაქცინა, რომელიც მხოლოდ ერთ დოზას მოითხოვს. ბაიდენმა განაცხადა ადრე, რომ იმედი აქვს, რომ მაისის ბოლოსთვის აშშ-ს ექნება ვაქცინის დოზების საკმარისი რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის ვაქცინაციისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0