ეკატერინე ტიკარაძე: ქვეყანა მზად არის ვაქცინის შემოსვლისთანავე დაიწყოს საჭირო პროცედურები
„COVAX-პლატფორმამ და UNICEF-მა შეძლეს და ეს მოლაპარაკებები წარმატებით გამართეს AstraZeneca-ს მომწოდებელთან, თუმცა ასევე მიმდინარეობს დამატებითი მოლაპარაკებები Pfizer-ის ვაქცინის მიმართულებითაც, რათა მისი შემოტანაც დაჩქარდეს. საქართველოს მხარე სრულიად მზად არის იმისათვის, რომ ვაქცინის საქართველოში შემოტანისთანავე დაიწყოს ყველა საჭირო პროცედურა, რათა დაუყონებლივ მოხდეს ვაქცინების მიწოდება ყველა იმ რგოლთან სადაც მოხდება ვაქცინაცია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ბოლო მონაცემებით კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა საქართველოში ხვალ უნდა შემოვიდეს. ამ დროისთვის, თბილისში AstraZeneca-ს 43.200 დოზას ელოდებიან, რომელიც პროტოკოლის მიხედვით გადანაწილდება.