Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საბერძნეთმა კორონავირუსის გამო კარანტინის ვადა ერთი კვირით გააგრძელა

© AP Photo / Yorgos Karahalisკორონავირუსის პანდემია. ვაქცინა ყუთებში
კორონავირუსის პანდემია. ვაქცინა ყუთებში - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
გამოწერა
საბერძნეთის მთელ ტერიტორიაზე სკოლები დაკეტილი 29 მარტამდე იქნება, გაკვეთილები დისტანციურად ჩატარდება.

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საბერძნეთში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი ერთი კვირით, 16–დან 22 მარტამდე გაგრძელდა. ამის მიზეზი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, განაცხადა სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოს ხარდალიასმა.

ჯანმო კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღს ასახელებს>>

ამ პერიოდში იმოქმედებს მანამდე დაწესებული ყველა შეზღუდვა – პირბადის ტარების რეჟიმი, კომენდანტის საათი 21:00–დან 05:00 საათამდე, სამრეწველო საქონლის მაღაზიების, საპარიკმახეროების მუშაობის აკრძალვა. ამას გარდა ატიკასა და სალონიკში უქმე დღეებში კომენდანტის საათი 19:00 საათიდან იწყება. მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ საკუთარ რაიონში შეუძლიათ. ჯარიმა პირბადის ტარების წესისა და გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის 300 ევროა.

COVID-პანდემია ევროპაში  - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
„ცეცხლი ჯერ არ ჩამქრალა“: ევროპაში COVID-19-ის შემთხვევები იზრდება – ჯანმოს განცხადება

РИА Новости–ს ინფორმაციით, ხარდალიასმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკეტილი იქნება 29 მარტამდე, გაკვეთილები დისტანციურად ჩატარდება.

საბერძნეთში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საყოველთაო კარანტინი 2020 წლის 7 ნოემბრიდან მოქმედებს. ზემოთ აღნიშნული შეზღუდვების გარდა, არ მუშაობენ თეატრები, მუზეუმები, კინოთეატრები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები და სხვ.

კარანტინი 4 მარტს გამკაცრდა, შეიზღუდა მოქალაქეების გადაადგილება.

ყველა ახალი ამბავი
0