Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლის რეაქციები ჩოგბურთელის ტრიუმფის შემდეგ - ვიდეო

© courtesy of Nikoloz Basilashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
გამოწერა
ჩოგბურთელი შარლოტა ჰელენი დოჰადან ნიკოლოზ ბასილაშვილის ვიდეოს აქვეყნებს. ნახეთ როგორ ამხნევებს ჩოგბურთელს საყვარელი ადამიანი

მას შემდეგ, რაც დოჰაში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (42-ე АТР-ს რეიტინგით) მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი სამ სეტში 3:6, 6:1, 7:5 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, მისმა საცოლემ, ასევე ჩოგბურთელმა შარლოტა ჰელენმა „ინსტაგრამზე“ ფინალის ვიდეო გამოაქვეყნა. „როდესაც თამაშობ თხასთან მაგრამ ხარ ვეფხვი. მაგარია“, – დაახლოებით ასეთი ტექსტი დაურთო ვიდეოს სპორტსმენმა.

ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 თებერვალს 29 წლის გახდა. სპორტსმენის საცოლემ შარლოტა ჰელენმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ისეთი ადამიანის იუბილეს აღსანიშნად, როგორიც ნიკოლოზია, ერთი დღე ნამდვილად არაა საკმარისი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული უმშვენიერესი გერმანელი სპორტსმენი შარლოტა ჰელენია, რომელიც ბასილაშვილმა ნათესავებს უკვე გააცნო, გოგონა რამდენიმე თვე საქართველოში იმყოფებოდა. სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ ცნობილი ჩოგბურთელის ცხოვრებას.

ბასილაშვილის პირადი ცხოვრება განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. სასამართლომ სპორტსმენს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 24 მაისს შეუფარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც. ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია. წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

ყველა ახალი ამბავი
0