თბილისი, 12 მარტი – Sputnik. ტელეკომპანია „იმედის“, აგრეთვე ჰოლდინგში შემავალი „მაესტროსა“ და GDS-ის სერვერები დაუდგენელი მიზეზით მწყობრიდან გამოვიდა. ამის შესახებ „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიხლაძე სოციალურ ქსელში წერს.
ჩიხლაძის ინფორმაციით, სერვერები მოულოდნელად გაითიშა და მთელი სისტემა გამოვიდა მწყობრიდან. მისივე ინფორმაციით, ტელევიზიაში მსგავსი რამ პირველად მოხდა.
„სერვერები დაუდგენელი მიზეზით გამოვიდა მწყობრიდან. ტექნიკური სამსახური ცდილობს მაუწყებლობის და სამუშაო პროცესის აღდგენას“, - წერს ჩიხლაძე.
როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ქრონიკის მთავრი გამოშვება პირველივე შესაძლებლობისთანავე დაბრუნდება.