ბაჩალიაშვილის საქმის მოწმე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთვხვეაში ბაჩალიაშვილის საქმის მოწმეს  ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მოწმე დააკავა, ნათვქამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იანვრის დასაწყისში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა პროკურატურას მიმართეს და ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე მოითხოვეს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიების განახლება. მათი განცხადებით, არსებობდა თამარ ბაჩალიაშვილის მიმოწერა მის მეგობარ გოგონასთან, რომელსაც პროგრამისტი წერდა რომ ემუქრებოდნენ და სთხოვდა მისი ოჯახის მხარდაჭერას იმ შემთხვევაში თუ მას რაიმე დაემართებოდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს: რას ასაჩივრებს ოჯახი

პროკურატურამ გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ მოწმემ 2021 წლის 2 იანვარს, საკუთარი facebook–პროფილის სახელი „meleq elcin uslu“  შეცვალა „tamar bachaliashvili”–ით  და პროფილის ფოტოდ განათავსა ინტერნეტ–სივრციდან მოპოვებული გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ფოტო.

 

ამის შემდეგ შეცვლილი პროცილით მიმოწერა განახორციელა საკუთარ facebook–პროფილზე, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურ ქსელში „მარი შარაშიძის“ სახელით, რის შემდეგაც დაამზადა facebook-ის messenger-ით განხორციელებული  კომუნიკაციის ამსახველი ყალბი ფოტოსურათები, სადაც  ასახული იყო ვითომდა ბრალდებულსა და თამარ ბაჩალიაშვილს შორის სოციალურ ქსელში განხორციელებული მიმოწერა.  

 

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მოსამართლის მიერ გოგონა გაფრთხილებულ იქნა ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში პასუხისმგებლობის შესახებ, მან გამოძიებას და სასამართლოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

ასევე დადგინდა, რომ  ბრალდებულს არც პირადად და არც რომელიმე საკომუნიკაციო საშუალებით მიმოწერა არ ჰქონია გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან.

 

დაკავებულს ბრალი მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის წარედგინა. დანაშაული ორიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 2020 წლის 22 ივლისს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ გოგონამ თავი მოიკლა, თუმცა, ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა.

ყველა ახალი ამბავი
0