საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრება

© courtesy of David Zalkaliani უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო
 უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო  - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და უნგრეთის ინოვაციისა და ტექნოლოგიის სამინისტრო უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებენ

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო 12 მარტს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

უნგრეთის პირველი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.

პიტერ სიიარტო - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2020
„ექსიმბანკი“ უნგრულ კომპანიებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაში დაეხმარება

ვიზიტის ფარგლებში, პიტერ სიიარტო ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას.

უნგრეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უნგრეთის ინოვაციისა და ტექნოლოგიის სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერება ხელი.

კიდევ ერთი მემორანდუმი - სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებ - უნგრეთის კვლევების, განვითარების და ინოვაციების ეროვნულ ოფისსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმდება. მემორანდუმებს უნგრული მხრიდან ხელს მოაწერს პიტერ სიიარტო, ხოლო ქართული მხრიდან განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მარტს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფოთაშორისი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0