საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბაქოს ესტუმრება

© Sputnik / STRINGERირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილისთვის პრემიერ-მინისტრის რანგში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეს პირველი ვიზიტი იქნება აზერბაიჯანში.

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უახლოეს მომავალში სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა, განაცხადა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეწარმეთა ეროვნული კონფედერაციის პრეზიდენტთან მამედ მუსაევთან შეხვედრისას.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
პირველი ვიზიტი: სად გაემგზავრება ღარიბაშვილი პრემიერ–მინისტრის რანგში

საქართველოს ელჩმა აქვე აზერბაიჯანულ–ქართული ეკონომიკური კომისიის სხდომის ფარგლებში ბიზნეს-ფორუმის გამართვის იდეა წამოაყენა.

საპასუხოდ მუსაევმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანი–თურქეთი–საქართველოს სამმხრივი ფორმატით საქმიანი კონტაქტების გაგრძელების მნიშვნელობას და ერთობლივი ბიზნეს-ფორუმის გამართვა სამი ქვეყნების ბიზნესმენთა მონაწილეობით შესთავაზა.

ელჩმა თანხმობით უპასუხა და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებთან დაკავშირებით წინადადებები წამოაყენა.

აზერბაიჯანი–თურქეთი–საქართველოს სამმხრივი ბიზნეს-ფორუმის მოსამზადებელი საკითხების გადაჭრის კუთხით ფართო აზრთა გაცვლა-გამოცვლა შედგა.

ღარიბაშვილისთვის პრემიერ-მინისტრის რანგში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეს პირველი ვიზიტი იქნება ბაქოში. ის პრემიერ-მინისტრი ხელმეორედ 22 თებერვალს გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0