Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბიჭია, ბიჭი!“ – ირაკლი კობახიძის ოჯახში მატებაა

© Photo: Ketevan Kobakhidze / FBქეთევან კობახიძე დავით ფაცაცია
ქეთევან კობახიძე დავით ფაცაცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
გამოწერა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და ორი წლის წინ გათხოვდა. წყვილმა ხალხმრავალი ქორწილი კაჭრეთში გადაიხადა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური სახე ირაკლი კობახიძე ბიძა გახდა. მის დას ქეთევან კობახიძეს ახლახან ვაჟი შეეძინა. ამის შესახებ სტატუსი ირაკლის დის მეუღლემ დავით ფაცაციამ დაწერა. „ბიჭია! ბიჭი! დაიბადა პატარა და დიდი გოგი ფაცაცია“. რასაკვირველია, სტატუსს დადებითი გამოხმაურებები და მილოცვები მოჰყვა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და ორი წლის წინ ახალგაზრდა პოლიტიკოსზე გათხოვდა. ქეთევან კობახიძის ქმარი დავით ფაცაციაა. წყვილმა ერთმანეთი წლების წინ, საპროტესტო აქციებზე გაიცნო, ისინი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ასე ებრძოდნენ, ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში დავით ფაცაცია.

წყვილმა ქორწილი „კაჭრეთის ამბასადორში“ გადაიხადა, სადაც ტრადიციული, ქართული სამოსი ემოსათ. 
დავით ფაცაცია და ქეთევან კობახიძე საქორწინო მოგზაურობაშიც გაემგზავრნენ. ისინი ესპანეთში იმყოფებოდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0