საქართველოს ციხეებში COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსის ტესტი
კორონავირუსის ტესტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
გამოწერა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, კონტინგენტის ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ციხეებში სიტუაცია სრულად კონტროლდება.

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში PCR–ტესტირების მორიგი ეტაპის ფარგლებში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრეს-სამსახური. 

პსრ-ტესტირება - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
საქართველოს ციხეებში COVID-19-ზე ტესტირების პირველი ეტაპი დასრულდა: შედეგები ცნობილია

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა, საპატიმროებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება – ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ვირუსისგან დაცვის მიზნით მათ PCR–ტესტი თვეში ერთხელ ჩაუტარდებათ.

პენიტენციურ დაწესებულებებში PCR–ტესტირება გასული წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე თითქმით 23 ათასი ტესტია ჩატარებული. საქართველოს ციხეებში პირველ ეტაპზე მთლიანობაში ინფიცირების 194 შემთხვევა გამოვლინდა.

ყველა ახალი ამბავი
0