ბესიკის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

© Sputnik / Alexander Imedashviliმეხანძრეები
მეხანძრეები  - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
გამოწერა
უწყების ცნობით, ცეცხლი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის სახურავზე გაჩნდა. ხანძრის ქრობის სამუშაოებს 15-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აწარმოებდა.

თბილისი, 11 მარტი - Sputnik. თბილისში, ბესიკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ხანძარი ბესიკის ქუჩაზე დღეს საღამოს ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის სახურავზე გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ადგილზე მისვლისთანავე უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს, რის შემდეგაც ხანძრის ქრობის სამუშაოები დაიწყეს.

უწყების ცნობით, ხანძრის გვერდით მდგარ შენობებზე გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა ადგილზე მისულმა სამაშველო ჯგუფებმა მისი ლიკვიდირება დროულად მოახდინეს.

შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის ქრობის სამუშაოებში მონაწილეობას 15-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იღებდა, ასევე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

 

ყველა ახალი ამბავი
0