ძიუდო: თბილისის გრანდ სლემზე ლიდერების გარეშე – ცნობილი გახდა ნაკრების შემადგენლობა

© photo: Georgian Judo Federation / FBლევან მატიაშვილი
ლევან მატიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
გამოწერა
საქართველოს სახელით თბილისის გრანდ სლემზე 28 კაცი და 8 ქალი ძიუდოისტი იჭიდავებს. შეჯიბრება 26-28 მარტს გაიმართება.

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. ცნობილი გახდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა „თბილისის გრანდ სლემისთვის“ – ქვეყნის სახელით თბილისურ ტურნირზე 36 ძიუდოისტი იასპარეზებს.

ისტორიაში პირველად – ქართველი ქალი ძიუდოისტი ოლიმპიადაზე იჭიდავებს>>

საქართველომ, როგორც მასპინძელმა ქვეყანამ მამაკაცთან თანრიგში მაქსიმალურად გამოიყენა კვოტა და განაცხადში 28 ძიუდოისტი წარადგინა. მიუხედავად ქართველი მოჭიდავეების სიმრავლისა, ჩვენს ნაკრებს დიდი დანაკლისით მოუწევს ასპარეზობა. გრანდ სლემზე ვერ იჭიდავებენ უძლიერესი ქართველი ძიუდოისტები – ლუხუმ ჩხვიმიანი, ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი.

გურამ თუშიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გურამ თუშიშვილი: ჩემი გეგმა არა მხოლოდ ტედის, არამედ ყველას დამარცხებაა

საქართველოსა სახელით მედლების მოპოვებას შეეცდებიან შემდეგი სპორტსმენები:

თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი, შაქრო შათირიშვილი, ლაშა ჩადუნელი (60კგ), ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი თუთაშვილი, ბექა წიფიანი (66კგ), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ფრიდონ გიგანი, თორნიკე გვიჩიანი (73კგ), ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, გიგა გიგაური, დიმიტრი გოჩილაძე (81კგ), გიორგი ქურდიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, იმედა გოგოლაძე, გიორგი პაპუნაშვილი (90კგ), ონისე სანებლიძე, ილია სულამანიძე, გიორგი ჩიქოვანი, ნიაზ დიასამიძე (100კგ), გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი, საბა ინანეიშვილი, ონისე ბუღაძე (+100კგ).

რაც შეეხება ქართველ ქალ ძიუდოისტებს, მათი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ნატალია ხურციძე (48კგ), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი, მზია ბებოშვილი (52კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57კგ), ინდირა სილაგაძე (63კგ), მარიამ ჭანტურია (70კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ).

გურამ თუშიშვილის ორთაბრძოლა - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოსთვის გაიტანს, ძიუდოს ლეგენდა კი თბილისში მოემგზავრება

თბილისის გრანდ სლემი 26-28 მარტს გაიმართება, რომელზეც 78 ქვეყნის 470 ძიუდოისტია დარეგისტრირებული, აქედან 266 კაცი და 204 ქალი სპორტსმენია.

მიმდინარე წლის დასაწყისში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2021 წლის კალენდრის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თბილისის ძიუდოს ტურნირს სტატუსი შეეცვალა და საქართველოს დედაქალაქი უკვე ძიუდოს გრანდ სლემს მასპინძლობს. აქამდე თბილისის ძიუდოს ტურნირს გრან პრის სტატუსი ჰქონდა. რაც შეეხება გასულ წელს თბილისში დაგეგმილ გრან პრის, ის კოვიდპანდემიის გამო ჩაიშალა.

ყველა ახალი ამბავი
0