თბილისი, 10 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ოზურგეთში 21 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის 5 მარტს ოზურგეთში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „მოდერნში“ შეიჭრა, მოლარეს ცივი იარაღის მუქარით 135 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.