რისი იმედი აქვს ნიკოლოზ სამხარაძეს ოპოზიციასთან მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე

© Sputnik / Alexander Imedashviliმიკროფონი
მიკროფონი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გამოწერა
მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მომავალ ორშაბათამდე გაიმართება, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
რისი იმედი აქვს ნიკოლოზ სამხარაძეს ოპოზიციასყან პოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი თბილისში უახლოეს დღეებში ჩამოვა და ჩაერთვება მედიაციის პროცესში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ ნათლად გამოჩნდება და ევროკავშირიც და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებაც კარგად დაინახავს, თუ ვინ არის შეთანხმების მომხრე და ვინ არის მოლაპარაკებების ჩაშლის მომხრე. შემდეგი რაუნდი მომავალი კვირის ორშაბათამდე აუცილებლად გაიმართება და იმედი მაქვს, რომ რაღაც პროგრესი ამ მოლაპარაკებებზე იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ვიზიტით 1–2 მარტს სტუმრობდა. ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გარდა, მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით გაიმართა საქართველოს ხელისუფლების შეხვედრა ოპოზიციასთან, რომლის დროსაც ევროპელმა დიპლომატმა მხარეებს მოუწოდა, ორი კვირის განმავლობაში მიაღწიონ კომპრომისს და იპოვონ პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზები. მხარეებს შორის მედიატორის მისია შვედ დიპლომატ კრისტიან დანიელსონს ერგო. თბილისში ის დიალოგით დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასალახად და მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან.

ყველა ახალი ამბავი
0