Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მომწერა ბავშვის მამამ, ძალიან გავბრაზდი...“ – რა შეემთხვა ირინა ონაშვილს? – ვიდეო

© Facebook / Irina Onashviliირინა ონაშვილი
ირინა ონაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გამოწერა
ირინა ონაშვილი სოციალურ ქსელში უცნაური ისტორიის შესახებ ჰყვება. ნახეთ რა შეემთხვა ცნობილ მოდელსა და ტელეწამყვანს.

ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი ირინა ონაშვილი არასასურველ სიტუაციაში მოხვდა. როგორც „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჰყვება, სთხოვეს საქველმოქმედო ფოტოს დადება, სადაც ბავშვისთვის დახმარებას ითხოვდნენ. მოგვიანებით კი ამ ბავშვის მამამ მისწერა და უთხრა, რომ მისი შვილის სახელს მათი ნათესავი თანხის ჩარიცხვისთვის იყენებდა და პირადად მას და მის ოჯახს დახმარება არ სჭირდებათ.

ონაშვილი ამბობს, რომ ძალიან გაბრაზდა და მომავალში ყურადღებით იქნება, როდესაც მსგავსი პოსტის დადებას სთხოვენ, რადგან აქამდე არ დაკვირვებია და ყველას უსრულებდა თხოვნას.

მშვენიერი ირინა ონაშვილი უკვე მრავალი წელია იმ ქალებს შორისაა, რომელთა სილამაზეს ყველა ერთხმად აღიარებს. კარიერის დასაწყისში მისმა გარეგნობამ რეჟისორების ყურადღებაც მიიპყრო და ის რამდენიმე სარეკლამო ვიდეორგოლსა და კლიპშიც გადაიღეს. საზოგადოების აღიარება კი „მის საქართველო 2003“-ის ტიტულმა მოუტანა.

ირინა ონაშვილი ყურადღებას არა მხოლოდ ვიზუალით, არამედ ინტელექტითაც იქცევს. ცნობილი ქართველი მოდელი სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოღვაწეობს. მათ შორის, მსოფლიოში ახალ ტენდენციად ქცეული „ინფლუენსერების“ სკოლის დამაარსებელიცაა. საქართველოში „ინფლუენსერობა“ სულ ახლახან გაჩნდა და ახლა მრავალი ქართველი სელებრითია ამ საქმიანობით დაკავებული.

ირინა ორი ვაჟის დედაა. ფეხმძიმობის შემდეგ მას ჩვეულ ფორმაში დაბრუნება არ გასჭირვებია. ფაქტი ფაქტად რჩება – ირინა ონაშვილის ბუნებრივ სილამაზეს გოლიათი ვაჟის დაბადებამაც კი, რომელიც 5 კილომდე იწონიდა, ვერაფერი დააკლო.

ბევრმა არ იცის, რომ წარმატებული სამოდელო კარიერის მიუხედავად, ირინა ონაშვილი ამაზე არ შეჩერებულა. ახლა „მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.

ყველა ახალი ამბავი
0