როგორ გავწმინდოთ სწრაფად და ეფექტურად ფანჯრის მინები

ფანჯარა - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გამოწერა
ფანჯრის მინების წმენდა ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი და გამაღიზიანებელი საქმიანობაა, მაგრამ არსებობს ძალზე ეფექტური ხერხები იმისთვის, რომ ეს პროცესი გამარტივდეს და ბევრად კარგი შედეგი მივიღოთ.

იმისთვის, რომ ფანჯრის მინების წმენდა დამქანცველ საქმიანობად არ იქცეს, რამდენიმე ეფექტურ ხერხს გთავაზობთ.

გამოიყენეთ საოჯახო საშუალებები

თუ არ გინდათ ქიმიკატებით სავსე სამრეწველო საშუალებების გამოყენება, გააკეთეთ საკუთარი ხსნარი მინების საწმენდად. პულვერიზატორში ერთმანეთს შეურიეთ ნახევარი ლიტრი წყალი და 60 მილილიტრი ძმარი, ასევე დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი სასიამოვნო არომატისთვის. შემდეგ ფანჯრები ჩვეულებრივად გაწმინდეთ.

ქვაბი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2019
რაში მოვამზადოთ საკვები უსაფრთხოდ: ტეფალი, თუჯი, მინანქარი თუ...

დაელოდეთ ღრუბლიან ამინდს

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მინის მზიან ამინდში წმენდისას გამოყენებული ხსნარის კვალი რჩება. მზის სხივების გავლენით ნესტი ადვილად შრება და კვალს ტოვებს, ამიტომ ფანჯრების გაწმენდა ღრუბლიან ამინდში ჯობს.

გამოიყენეთ გაზეთი

ეს ხრიკი ალბათ ბევრ თქვენგანს ახსოვს – ჩვენი მშობლები და ბებიები ამ ხერხს იყენებდნენ და მინებს ჩვრის ნაცვლად გაზეთით წმენდნენ. გაზეთი არ დაჩხაპნის მინას და ამასთან არ დატოვებს ტიპოგრაფიული საღებავის ან საწმენდი საშუალების კვალს.

გამოიყენეთ ღრუბელი, რომელსაც ღრმა ფორები აქვს

თუ თქვენი ფანჯრის მინები ძალიან ჭუჭყიანია, გამოიყენეთ დიდფორებიანი ღრუბელი. ეს მინების დიდი ოდენობით წყლით ჩამორეცხვაში დაგეხმარებათ.

გაწმინდეთ მინები სხვადასხვა მიმართულებით

გაწმენდის შემდეგ მინაზე ხანდახან ჭუჭყი რჩება. იმის გასაგებად, თუ ფანჯრის რომელ მხარეს დარჩა ჭუჭყი, მინები შენობის შიგნიდან გაწმინდეთ ჰორიზონტალური მოძრაობებით, ხოლო გარედან – ვერტიკალურით, ან პირიქით – ამას, ბუნებრივია, მნიშვნელობა არა აქვს.

სოდა - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2017
რა საოცრებებს ახდენს სოდა - ის, რაც აქამდე არ ვიცოდით

ამის წყალობით ადვილად მიხვდებით, რომელი მხრიდან დარჩა გასაწმენდი მინა და საქმეს სწრაფად და ეფექტურად გაართმევთ თავს.

გამოიყენეთ მიკროფიბერის ხელსახოცი

თუ არ გსურთ ფანჯრების გაზეთით გაწმენდა, გამოიყენეთ მიკროფიბერი. ის კარგად იწოვს სინესტეს, არ ტოვებს კვალს და მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.

შეიძინეთ ფანჯრების საწმენდი სპეციალური ჯოხი

დიდი ფანჯრების გაწმენდისას სასურველია სპეციალური მინის საწმენდი ჯოხების გამოყენება. ეს ინსტრუმენტი ძვირი არ ღირს და ძალზე პრაქტიკულია. ის დაგეხმარებათ, რომ ფანჯრები სწრაფად და ეფექტურად გაწმინდოთ.

ყველა ახალი ამბავი
0