თბილისში აიკრძალება შენობებში შესახლება ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გამოწერა
გამონაკლისს შეადგენს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად.

თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტები იწყებენ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებების განხილვას, რომელთა თანახმად თბილისში ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების ფუნქციონირება და გამოყენება აიკრძალება.

მიკროფონი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
ვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი

კანონპროექტის მიხედვით, დაუშვებელია შენობა-ნაგებობის საცხოვრებლად ან სხვა დანიშნულებით გამოყენება ამ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტის გამოცემამდე.

გარდა ამისა, დაუშვებელი ხდება ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით ექსპლუატაციაში მიუღებელი სამშენებლო ობიექტის მომარაგება.

გამონაკლისს შეადგენს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად.

ცვლილებები ძალაში შევა სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.

 

ყველა ახალი ამბავი
0