თბილისი, 9 მარტი – Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოლ-ქმარს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას 8 თვის ჩვილი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა გურჯაანში, ვაჩნაძის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ჩვილი ხელში ეკავა, რა დროსაც მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირების დროს ბავშვი, სავარაუდოდ, ასფიქსიით გარდაიცვალა.
მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი უკვე დააკავეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით („ოჯახში ძალადობა“) მიმდინარეობს.