საგარეო უწყებამ უარყო ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანში ქართულ სამარხში ოქრო იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
გამოწერა
არც ერთ წყაროს არ დაუდასტურებია ეს ინფორმაცია ან ამ ინფორმაციის მტკიცებულებები, განაცხადეს უწყებაში

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. გავრცელებული ინფორმაცია, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქართული ისტორიული სამარხის და მასში 12 ტონა ოქროს აღმოჩენის შესახებ, არ დადასტურდა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა გამარტივდა

უწყების მონაცემებით, ინფორმაცია რამდენიმე წყაროსთან გადამოწმდა.

„გადამოწმდა რამდენიმე წყარო, მათ შორის ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები – ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე კომუნიკაცია იყო აზერბაიჯანული მხარესთან, არც ერთმა წყარომ არც ინფორმაცია და არც აღნიშნული ცნობის შესახებ რაიმე სახის მტკიცებულებების არსებობა არ დაადასტურა“, – განაცხადეს საგარეო უწყებაში.

ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ორ აზერბაიჯანულ სოფელში არქეოლოგიური გათხრებისას ქართულ სამარხში დიდი ოდენობით ოქრო იპოვეს, რის შემდეგ დასახლებული პუნქტები ჩაიკეტა.

ყველა ახალი ამბავი
0