„მომისმინე!“: ქართველი ქალები სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ

გამოწერა
სამოქალაქო აქტივისტები განგაშის ზარს სცემენ და აცხადებენ, რომ საქართველოში სექსუალური ძალადობის რაოდენობა იზრდება, კერძოდ, არასრულწლოვნების მიმართ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ გეგმავს სამოქალაქო სექტორი ამ პრობლემასთან ბრძოლას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობამ“ ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობის წინააღმდეგ წამოიწყო კამპანია ლოზუნდგით „მომისმინე!“ თბილისის ცენტრში გაიმართა მსვლელობა „1000 მშობლის მარში“, რომელშიც რიგითი მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ.

„1000 მშობლის მარშს“ ხუთი ძირითადი მოთხოვნა აქვს: შევიდეს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლში, რათა კანონმა გაითვალისწინოს ისეთი ასპექტი, როგორიცაა მსხვერპლის თანხმობა; პროკურატურაში შეიქმნას სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამომძიებელი სპეციალური სპეცდანაყოფი; სქესობრივი განათლება იქცეს საგანმანათლებლო სისტემის ნაწილად, რათა ბავშვებმა სექსუალური ძალადობისგან თავის დაცვა შეძლონ; გაიზარდოს ბავშვთა ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების რაოდენობა; პასუხისგებაში გადაეცეს პროკურორი, რომელიც ორ თვეზე მეტხანს იძიებდა აჭარელი მოზარდი გოგონას საქმეს, რომელმაც გაუპატიურების შესახებ იჩივლა.

არასრულწლოვნების დასაცავად აქციები და მარშები საქართველოს ათ ქალაქში რეგულარულად გაიმართება 100 დღის განმავლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0