ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის სიმღერის თიზერი გავრცელდა

© photo: Tornike Kipiani / FBთორნიკე ყიფიანი
თორნიკე ყიფიანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
გამოწერა
თავისი სტილით სიმღერა საკმაოდ განსხვავდება ყიფიანის შარშანდელი კომპოზიციისგან და მთელ მსოფლიოში მსმენელთა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია

თბილისი, 9 მარტი - Sputnik. ინტერნეტში გამოჩნდა სიმღერა You-ს („შენ“) თიზერი, რომლითაც მომღერალი თორნიკე ყიფიანი „ევროვიზია 2021“-ზე საქართველოს წარადგენს.

42-წამიანი ვიდეოდან კომპოზიცია ნაკლებად ჩანს, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ის კარდინალურად განსხვავდება თორნიკეს შარშანდელი სიმღერისგან Take me as I am. ამის გამო ახალმა სიმღერამ მსმენელების არაერთგვაროვანი რეაქცია დაიმსახურა. YouTube-ზე ატვირთულ ვიდეოს კომენტარებიდან ჩანს, რომ მომხმარებლები დიდად არ არიან კმაყოფილები.

„ღმერთო, ეს სიმღერა უფრო ნელია, ვიდრე პორტუგალიის...“, „Take me as I am" იმდენად საინტერესო და ერთ-ერთი საუკეთესო იყო ESC 2020-ზე. ეს ძალიან მოსაწყენად ჟღერს, მაგრამ იმედია სიმღერა მთლიანობაში უკეთესი იქნება, ვიდრე ეს თიზერი“, „მენატრება მისი ხმის ძალა, რომელიც შარშანდელ სიმღერაში იყო, მაგრამ ეს ძალიან მოკლეა, რომ დასვნები გამოვიტანოთ, დაველოდოთ მთლიან სიმღერას“, - წერენ მომხმარებლები კომენტარებში,

ჯერჯერობით ცნობილია, რომ ყიფიანის კომპოზიცია სახელწოდებით „შენ“ სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს - როკს, პოპ-როკს და ბლუზ-როკს. ინგლისურენოვანი კომპოზიცია თავად ყიფიანმა დაწერა, რაც შეეხება არანჟირებას, ის Bravo Records-ის სტუდიაში გაკეთდა.

ევროვიზია - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
„ევროვიზია 2021“-ზე თორნიკე ყიფიანი საკუთარი სიმღერით წარდგება

სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა.

საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. კლიპის რეჟისორია თემო კვირკველია. სპეციალურად კლიპისთვის ცეკვა მარიამ ალექსიძემ დადგა და ვიდეორგოლში მისი დასი მონაწილეობს. კოსტიუმების დიზაინი კი ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის სასცენო დადგმაზე შვედი რეჟისორი ემილია სინდკვისტი იმუშავებს.

„ევროვიზია 2021“-ის ნახევარფინალები 18 და 20 მაისს, კონკურსის ფინალი კი 22 მაისს გაიმართება. საქართველო „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას.

ყველა ახალი ამბავი
0