კერძოდ, ბანანში დიდი რაოდენობით შედის უჯრედისი, საქაროზა, ფრუქტოზა, რაც ადამიანის ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს. თუ რეგულარულად მიირთმევთ ბანანს, აღმოაჩენთ, რომ მალე თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ.
მიუხედავად მაღალკალორიულობისა, დამტკიცებულია, რომ ბანანი არაერთ პრობლემასთან გამკლავებაში ეხმარება ადამიანს.
რისთვის და რა დაავადების დროსაა ბანანი სასარგებლო?
ჰიპერტონია - დადგენილია, რომ ჰიპერტონიკებს, როგორც წესი, კალიუმის ნაკლებობა აწუხებთ, მარილები კი, პირიქით, მათ ორგანიზმში დიდი რაოდენობითაა. კალიუმი მარილებს აკავშირებს და ორგანიზმიდან გამოდევნის. ამიტომაცაა სასარგებლო კალიუმით მდიდარი ბანანი მაღალი წნევის მქონეებისთვის.
სტრესი - ბანანი სამართლიანად მიიჩნევა საუკეთესო ანტისტრესულ ხილად. ის შეიცავს ნივთიერებათა ცვლისა და სტრესის დონეზე გავლენის მომხდენ აუცილებელ ვიტამინებსა და მიკროელემენტებს.
მხედველობა - ბანანში შემავალი ვიტამინი А დიდ გავლენას ახდენს მხედველობაზე. ქალებს ესაჭიროებათ დღეში 700 მიკროგრამი ვიტამინი А, ხოლო მამაკაცებს — დაახლოებით 900 მიკროგრამი.
შეკრულობა და მეტეორიზმი - ბანანი შეიცავს ნივთიერება პექტინს, რომელიც მძიმე ლითონებსა და სხვა ტოქსინებს გამოდევნის ორგანიზმიდან. ბანანი შესანიშნავი პრობიოტიკია, რომელიც საჭმლის მონელებას ასტიმულირებს. გარდა ამისა, ეს ხილი ამცირებს გაზწარმოქმნას ორგანიზმში და მოქმედებს როგორც რბილი საფაღარათო საშუალება.
შაქრის დონე და კრიტიკული დღეები - ბანანი შეიცავს ვიტამინ B6-ს, რომელიც პოზიტიურ გავლენას ახდენს შაქრის დონეზე და ასევე ამცირებს კრიტიკული დღეების ნეგატიურ სიმპტომებს. გარდა ამისა, ეს ვიტამინი ადამიანს ეხმარება მუცლის შებერილობის დროს და ამასთან ამცირებს განწყობის გაღიზიანებადობას.
დეპრესია - ბანანი შეიცავს ტრიპტოფანს, რომელიც ხელს უწყობს ჰორმონ სეროტონინის გამომუშავებას. მართალია, ეს ხილი ვერ დაგეხმარებათ სერიოზულ დეპრესიასთან გამკლავებაში, მაგრამ ორი ცალი ბანანი დღეში ნამდვილად გადაგალახინებთ მსუბუქ ნაღველს.
წონაში კლება - ბანანი შეიცავს ბევრ წყალში ხსნად უჯრედისს. როდესაც ბოჭკოები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ხვდება, წყალს ისრუტავს და საჭმლის მონელებას ანელებს, რის გამოც ადამიანი უფრო დიდი ხნის განმავლობაში გრძნობს თავს მაძღრისად.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ბანანს სხვა სასარგებლო თვისებებიც აქვს. კერძოდ:
- ამცირებს მჟავა–რეფლიუქსსა და გულძმარვას. ერთი ცალი ბანანი შესამჩნევად ამსუბუქებს მდგომარეობას;
- სასარგებლოა ანემიის დროს, ვინაიდან შეიცავს დიეტური რკინის აუცილებელ რაოდენობას, რაც სისხლის წითელი სხეულებისა და ჰემოგლობინის გამომუშავებას ასტიმულირებს;
- კუჭის წყლულის დროსაც კი ბანანი შეგიძლიათ შეუზღუდავი რაოდენობით მიირთვათ. მისი რბილი და ფაფისმაგვარი ტექტურა გარს ეკვრის კუჭს და იცავს მას აგრესიული მჟავებისგან.
როგორი ბანანია უფრო სასარგებლო
კვლევებით დადასტურებულია, რომ რაც უფრო გადამწიფებულია ბანანი, მით მეტია მასში სპეციფიკური არაუჯრედული ცილა კახექსინი (იგივე კახექტინი). ეს არის კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში ანომალიურ უჯრედებს ებრძვის. ანუ აჩერებს სიმსივნის განვითარებას და ვირუსების გამრავლებას.
გარდა ამისა, გადამწიფებულ ბანანში მეტი რაოდენობითაა უჯრედისი, ვიტამინი С, ასევე В ჯგუფის ვიტამინები, კალიუმი და ანტიოქსიდანტები.
თუმცა არც მცირედ დამწიფებული ბანანია ნაკლებად სასარგებლო. საქმე ისაა, რომ მათში ცოტაა შაქარი, ამიტომ ჯერ კიდევ მწვანე ბანანის ჭამა მეორე სტადიის დიაბეტიკებს შეუძლიათ.
გარდა ამისა, უმწიფარი ბანანი შეიცავს პრობიოტიკურ ბაქტერიებს და ასევე დიდი რაოდენობით სახამებელს, რის გამოც ის შიმშილის გრძნობას ბევრად სწრაფად აკმაყოფილებს.