ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის პოსტს ტოვებს

© First Channel / Georgian Broadcasterვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
გამოწერა
ეს თანამდებობა მაღლაფერიძეს 2021 წლის იანვრიდან ეკავა, მანამდე კი ის საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელმძღვანელობდა.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ვასილ მაღლაფერიძე ჯანმრთელობის პრობლემების გამო პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

„მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ საჯარო კომუნიკაციას, ვტოვებ პარტიაში ჩემს თანამდებობას. პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება“, – დაწერა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, მას შეუძლია ჯანმრთელობის ცნობის წარმოდგენაც იმის დასადასტურებლად, რომ სამუშაო დღეები საპატიო მიზეზით გააცდინა.

ვასილ მაღლაფერიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2020
ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" თავისი ყრილობა დამფუძნებლის – ბიძინა ივანიშვილის გარეშე იანვარში ჩაატარა. ყრილობაზე აირჩიეს ახალი თავმჯდომარე და ახალი პოლიტსაბჭო. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა, ხოლო მისი მოადგილე – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ხელმძღვანელი ვასილ მაღლაფერიძე.

ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის პოსტი, რომელზეც ის 2017 წლის იანვრიდან მუშაობდა, 2020 წლის 18 აგვისტოს დატოვა. თანამდებობის დატოვების მიზეზად მან საქართველოს საპარლამენტო არჩევნები დაასახელა, რომელიც ოქტომბერში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0