საქართველოში კოვიდგადატანილთა რეალურ რაოდენობას დაადგენენ

© Sputnik / Alexander Imedashviliგამვლელები პირბადეებით
გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 147-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 272.998-ს მიაღწია.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოში მოქალაქეებს კორონავირუსის ანტისხეულებზე გამოიკვლევენ. კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდება, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, კვლევა ხვალიდან დაიწყება, ხოლო შედეგები 20 დღეში გახდება ცნობილი.

„მთელს მსოფლიოში ასეა, რომ ოფიციალურად რეგისტრირებულ რაოდენობასთან შედარებით, რეალურად კოვიდგადატანილების რაოდენობა ორჯერ ან სამჯერ მეტია“, - განაცხადა ცერცვაძემ.
კორონავირუსის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
„ვაქცინა გზაშია“ – ჯანმო საქართველოს მოსახლეობას მიმართავს

მისი განცხადებით, კვლევის ფარგლებში ანტისხეულების შემცველობას შემთხვევითი შერჩევითი პრინციპით იმ ადამინებში შეისწავლიან, რომლებიც ოფიციალურად არ არიან კოვიდინფიცირებულების სიაში.

ცერცვაძემ განმარტა, რომ შემდგომში კვლევის შედეგებზე დაყრდნობით უნდა დაიგეგმოს და შესრულდეს ვაქცინაციის გეგმა.

„ჩვენ რომ ვამბობთ, მოსახლეობის 60-65% უნდა იყოს აცრილი, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ იქ ვგულისხმობთ, რომ დაახლოებით კიდევ 15-20%-ს ამ დროისთვის გადატანილი ექნება და ის 15-20% დაემატება 60-65%-ს, მივიღებთ დაახლოებით 80%-იან იმუნურ ფენას“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, 80%-იანი იმუნური ფენა საკმარისია იმისათვის, რომ საქართველომ პანდემია დაამარცხოს. 

მისი თქმით, ცალკეული შემთხვევები იქნება, როგორც ეს გრიპის შემთხვევაში ხდება, მაგრამ ამას კლინიკური სექტორი იოლად გაუმკლავდება.

თბილისი ვაქცინირებული მოგზაურებისთვის ტურისტული მიმართულებების რეიტინგის სათავეშია >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 147-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 272.998-ს მიაღწია.

 

ყველა ახალი ამბავი
0