პოლიციამ მარტვილში მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო

© Sputnik / STRINGERდაპირისპირება ჭყონდიდში
დაპირისპირება ჭყონდიდში - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
გამოწერა
ეპარქიის რეზიდენციის შენობის მეორე სართულზე აივნის ხის მოაჯირი მოირღვა და რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით.

დღეს მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომელთა შორის მასმედიის წარმომადგენლებიც არიან.

© Sputnik / STRINGERდაპირისპირება სასულიერო პირებს შორის: შემთხვევა ჭყონდიდის ეპარქიაში - ვიდეო
პოლიციამ მარტვილში მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის: შემთხვევა ჭყონდიდის ეპარქიაში - ვიდეო

ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გაწევ-გამოწევაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც მრევლის ნაწილს ეპარქიის შენობაში მიმდინარე კრებაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. შედეგად ეპარქიის რეზიდენციის შენობის მეორე სართულზე აივნის ხის მოაჯირი მოირღვა და რამდენიმე ადამიანი გადავარდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის არიან ტელეკომპანიების „ფორმულის“, POSTV-ს, TV Pirveli-ს და Rustavi 2-ის ოპერატორები, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მასმედიის წარმომდგენლებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ.

„კართან ვიდექით მე და ჩემი ოპერატორი, სასულიერო პირები გამოვიდნენ და ინერციით გაგვწიეს უკან, იქ იყო ხის მოაჯირი, რომელიც გატყდა და გადავცვივდით. მე გონება დავკარგე. როგორც კი აზრზე მოვედი, დავინახე ჩემი ოპერატორი, რომელსაც შუბლის არეში ჰქონდა დაზიანება, სისხლი სდიოდა და გონზეც ჯერ არ იყო მოსული“, – უამბო კოლეგებს „TV პირველის“ ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ, რომელიც თავადაც დაშავდა და შემდგომი კვლევებისთვის ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
დაპირისპირება მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში – დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

დაპირისპირება ეპარქიის მსახურებს შორის – ერთი მხრივ, და სასულიერო პირებსა და მრევლს შორის – მეორე მხრივ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ჭყონდიდისა და მარტვილის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკვანს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება აუკრძალა.

დიაკვნებს მრევლის ნაწილი გამოექომაგა. მრევლის ნაწილი ითხოვდა, რომ ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეფანემ დაუყოვნებლივ დატოვოს ეპარქია.

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა კი დღევანდელ ინციდენტში მრევლი, სასულიერო პირების ნაწილი და მასმედია დაადანაშაულა.

„ფიზიკური დაპირისპირება პროვოცირებული იყო იმ ხალხისგან, ვინც აქ დგას. მე ყველა კითხვა ჩავიწერე, მაგრამ მღვდლებმა, რომლებმაც ეს ხალხი აქ მოიყვანეს, ატეხეს ხმაური და არ მომცეს საშუალება, პასუხი გამეცა. ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ, ეს არის მგლების შეთქმულება და ძალიან დიდი პრობლემა. ესაა დაგეგმილი პროვოკაცია“, – აღნიშნა სასულიერო პირმა „პირველ არხთან“ საუბრისას.
ყველა ახალი ამბავი
0