პარლამენტში სპორტსმენ ქალებს 8 მარტი მიულოცეს

© photo: Committee on Sports and Youth Affairs of the Parliament of Georgia / FBპარლამენტში სპორტსმენ ქალებს 8 მარტი მიულოცეს
პარლამენტში სპორტსმენ ქალებს 8 მარტი მიულოცეს - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
გამოწერა
ქალთა დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. 8 მარტი საქართველოში უქმე დღეს არის გამოცხადებული.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მოწვეული იყვნენ ვეტერანი სპორტსმენი ქალები, იუწყება საქართველოს პარლამენტი.

შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით გაიმართა.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და რვა მარტი მიულოცა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა.

„თქვენი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი სამშობლოს წინაშე საკმაოდ დიდია და ჩვენი მცირედი ყურადღება თქვენს მიმართ, რა თქმა უნდა, ვერ გადაფარავს იმას, რაც თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთეთ. მინდა, რომ მაგალითი იყოთ ჩვენი მომავალი თაობისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს

როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, წარმატებულ ვეტერან სპორტსმენ ქალებს შეუძლიათ ძალიან დიდი როლი შეასრულონ გოგონების სპორტში ჩართულობის გაზრდის კუთხით და, ზოგადად, ქალებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საქმეში.

„დღეს ძალიან დიდი სხვაობაა მამაკაცებსა და ქალებს შორის სპორტში ჩართულობასთან დაკავშირებით. მინდა, რომ უფრო მეტი ჩემპიონი ჰყავდეს საქართველოს და ძალიან მინდა, რომ თქვენ იყოთ უფრო აქტიურები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს კომიტეტის პრიორიტეტი – აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად სპორტის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობაა.

„დაგეგმილი გვაქვს, რომ 2021 წელს სპორტის განვითარების ძალიან გრძელვადიანი პროცესის სტრატეგია შევქმნათ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენს ქვეყანაში სპორტის როლი ძალიან დიდი უნდა იყოს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სპორტს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

გორში მცხოვრები შშმ სამხედროს გუნდმა „ეტლით თხილამურების ჩემპიონატი" მოიგო >>

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა. ქალთა დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ, მათ შორის – საქართველოშიც. სხვადასხვა ქვეყნებში ქალთა დღის აღნიშვნის ტრადიცია განსხვავებულია — ზოგიერთ ქვეყნებში მას მასშტაბურად, ზოგან კი უფრო მოკრძალებულად ზეიმობენ.

ყველა ახალი ამბავი
0